DCFTA-ს კოორდინაცია

კოორდინაცია საქართველოს სახელმწიფო უწყებებს შორის

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის N 186 განკარგულებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ნაწილის განხორციელების საერთო კოორდინაცია და მონიტორინგი.

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კოორდინაცია ხორციელდება ორ დონეზე.

 

ადგილობრივ დონეზე კოორდინაცია გულისხმობს კოორდინაციას საქართველოს სახელმწიფო უწყებებს შორის, ევროინტეგრაციის კომისიის მეშვეობით. კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. კომისია, სხვა საკითხებთან ერთად ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის  DCFTA-ს ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს. კომისიის შეხვედრები იმართება ყოველკვარტლურად. უშუალოდ DCFTA-ს განხორციელების მიზნით ამავე კომისიის ფარგლებში შექმნილია DCFTA-ს განხორციელების საკოორდინაციო უწყებათაშორისი ქვეკომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

 

იხილეთ კოორდინაცია საქართველოს სახელმწიფო უწყებებს შორის

 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო

 

DCFTA-ს კოორდინაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხორციელდება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეშვეობით, ხოლო საბჭოს შემადგენლობაში DCFTA-ს მიმართულებით შექმნილია საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო საკითხებზე ასოცირების კომიტეტი. კომიტეტის შეხვედრები იმართება წელიწადში ერთხელ. კომიტეტის ფარგლებში შექმნილია 4 ქვეკომიტეტი: სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ქვეკომიტეტი; გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტი; საბაჟო ქვეკომიტეტი; ვაჭრობის და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტი.

 

იხილეთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს კოორდინაცია

 

DCFTA საკონსულტაციო ჯგუფი

 

DCFTA-ს განხორციელების პროცესში საზოგადოების მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად 2015 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეიქმნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საკონსულტაციო ჯგუფი.

 

საკონსულტაციო ჯგუფი არის სამინისტროს სათათბირო ორგანო, რომლის მთავარი მიზანია DCFTA-ის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. 

 

ჯგუფის დაკომპლექტებულია საქართველოში მოქმედი ასოციაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებით, კერძოდ:

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
  • საქართველოს ბიზნეს ასოციაცია;
  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია;
  • საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება;
  • საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია;
  • ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო;
  • საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა;
  • აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი -საქართველოს ეროვნული პლატფორმა;
  • საერთაშორისო სავაჭრო პალატა.

ჯგუფს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც ირჩევა საბჭოს შემადგენლობის მიერ  ერთხმად, წლიური როტაციის პრინციპით.

საკონსულტაციო ჯგუფის ფუნქციები და ამოცანებია:

  • DCFTA-თან დაკავშირებული  განხორციელებული რეფორმების განხილვა;
  • DCFTA-ის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებზე კონსულტაციების გაწევა;
  • DCFTA-ის მოთხოვნებთან დამსაქმებლების, დასაქმებულების და მომხმარებლების ადაპტაციის პროცესზე კონსულტაციების გაწევა;
  • DCFTA-ის განხორციელების სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი ანგარიშების განხილვა.

 

იხილეთ DCFTA საკონსულტაციო ჯგუფის კოორდინაცია

სახელმწიფო უწყებები