სასარგებლო ბმულები
პუბლიკაციები

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ტარიფები

2014 წლის 1 სექტემბრიდან ევროკავშირიდან საქართველოში იმპორტირებულ პროდუქტზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა. გადასახადები ასევე გაუქმდა საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულ პროდუქტებზეც.

 

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულ პროდუქციის ნაწილზე განსაზღვრულია შემდეგი ღონისძიებები:

  • ევროკავშირში „შესვლის ფასი“ - ადვალური გადასახადისაგან თავისუფალ 28 სატარიფო ხაზზე (სრული სატარიფო ნუსხის (9383) 0.3%) მოქმედებს ევროკავშირში „შესვლის ფასი“ - Entry Price (იმპორტის ფიქსირებული ფასი). აღნიშნულ შემთხვევაში, თუ საქართველოში წარმოშობილი პროდუქციის საინვოისო ფასი ევროკავშირში იმპორტირებისას ევროკავშირის მიერ დადგენილ ფიქსირებულ ფასზე დაბალი იქნება, იმპორტიორი გადაიხდის სხვაობას საინვოისო და ფიქსირებულ ფასს შორის, ხოლო თუ თანაბარი ან უფრო მაღალი იქნება - პროდუქცია „შესვლის ფასის“ გადახდისაგან თავისუფლდება.
  • გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმი - სოფლის მეურნეობისა და კვების გადამამუშავებელი პროდუქციის 277 სატარიფო ხაზი (სრული სატარიფო ნუსხის (ნომენკლატურის) 3%) ექვემდებარება გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს. ანუ: როდესაც კალენდარული წლის დასაწყისიდან გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული ერთი ან მეტი პროდუქტის იმპორტი მიაღწევს  ფიქსირებული რაოდენობის 70%-ს, ევროკავშირი ატყობინებს საქართველოს კონკრეტული პროდუქტის იმპორტის მოცულობის შესახებ. საქართველოს  შეუძლია წარუდგინოს ევროკავშირს არგუმენტირებული (მაგ. წარმოების მოცულობის გაზრდის, უხვმოსავლიანობისა და ა.შ.) დასაბუთება იმპორტის შესაძლო გადაჭარბების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საქართველოს შეუძლია განახორციელოს მექანიზმით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტი ოდენობის პროდუქციის იმპორტი ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე.
  • სატარიფო კვოტა (საბაჟო გადასახადების ლიბერალიზაცია ფიქსირებული რაოდენობის ფარგლებში) დაწესებულია მხოლოდ ნიორზე, 220 ტონის ოდენობით. აღნიშნული რაოდენობის ფარგლებში საქართველოში წარმოშობილი ნივრის კალენდარული წლის განმავლობაში ევროკავშირში იმპორტირება მოხდება საბაჟო გადასახადის გარეშე.