სასარგებლო ბმულები
პუბლიკაციები

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

საბაჟო პროცედურები

სად და როგორ დეკლარირდება საქონლის ექსპორტი? 

 

საქონლის ექსპორტის დეკლარირება ხდება საბაჟო გამშვებ პუნქტში:

  • სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით;
  • სასაქონლო ზედნადებით (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა);

ფიზიკური პირის მიერ 15000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის გატანა (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) ან საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთების (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა) დანიშნულების საქონლის გატანა საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირდება: 

  • გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით;
  • ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით; 
  • ზეპირი დეკლარირებით.

 

სატრანსპორტო საშუალების ექსპორტი დეკლარირდება შსს-ს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურებში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით.

 

რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას?

  • საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები (CMR) ან TIR-წიგნაკი;
  • საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
  • საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;
  • სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
  • საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი - საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი;

 

ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას ნებართვების და ლიცენზიების წარდგენა შესაძლებელია დეკლარანტის ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული ასლების სახით.

ექსპორტში საქონლის დეკლარირების ვადაა:

  • კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში - არა უმეტეს 30 სამუშაო დღე;
  • საქონლის საწყობში დროებით შენახვისას − განაცხადის რეგისტრაციიდან არა უმეტეს 5 კალენდარული წელი;

 

რა ვადაში უნდა წარედგინოს საბაჟო გამშვებ პუნქტს დეკლარირებული საქონელი?

  • ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი − დეკლარაციის რეგისტრაციიდან 10 კალენდარულ დღეში;
  • ექსპორტში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან 45 კალენდარულ დღეში.

 

სად შეიძლება დასაწყობდეს ექსპორტში მოქცეული საქონელი?

  • საბაჟო საწყობში;
  • საბაჟო ტერმინალში;
  • შენახვის სხვა ადგილზე.

ექსპორტში მოქცეული საქონელი შეიძლება საბაჟო საწყობში დროებით ინახებოდეს არა უმეტეს 120 დღისა.

 

რა გადასახადებია დაწესებული საქონლის ექსპორტირები დროს?          

საქონლის ექსპორტი გათავისუფლებულია გადასახდელებისაგან.

 

შენიშვნა: შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტირებისათვის მომსახურების ტარიფი განისაზღვრება შემდეგი მოცულობით:  

  • შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) ექსპორტირებისათვის 1 ტონაზე 160 ლარის ოდენობით;
  • შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისათვის 1 ტონაზე 40 ლარის ოდენობით;
  • ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტისათვის 1 ტონაზე 50 ლარის ოდენობით.