სასარგებლო ბმულები
პუბლიკაციები

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

წარმოშობის წესები

საქონლის „წარმოშობა“ არის საქონლის ეკონომიკური ეროვნება საერთაშორისო ვაჭრობის დროს. წარმოშობის წესები ორი ტიპისაა:

  • არაპრეფერენციული
  • პრეფერენციული

 

არაპრეფერენციული წარმოშობის წესები გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის: უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (MFN), ანტიდემპინგური და საკომპენსაციო ტარიფები, დაცვითი ღონისძიებები, რაოდენობრივი და სატარიფო კვოტები, წარმოშობის მარკირება და სავაჭრო სტატისტიკა. არაპრეფერენციული წარმოშობის წესები რეგულირდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის 1994 წლის გენერალური შეთანხმებით ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ და საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ კიოტოს 1974 წლის კონვენციის დანართით.

 

პრეფერენციული წარმოშობის წესები ემსახურება საქონლის იმპორტისას პრეფერენციული ტარიფების დაწესების მიზანს - სავაჭრო რეჟიმების გამოყენებას. პრეფერენციული წარმოშობის წესები რეგულირდება თავისუფალი ვაჭრობის  შესახებ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების ან ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე.

 

ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის იმპორტირებისას საბაჟო (იმპორტის) გადასახადების დაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება საქონლის ღირებულება, სასაქონლო კოდი და საქონლის წარმოშობის ქვეყანა, ასევე ნებისმიერი სხვა სპეციალური შეზღუდვები და მოთხოვნები, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს ცალკეულ შემთხვევებზე. DCFTA ითვალისწინებს იმპორტზე საბაჟო გადასახადების გაუქმებას გარკვეული დათქმებით (იხ. ასოცირების შეთანხმების 26-ე მუხლი). მაშასადამე, ევროკავშირისა და საქართველოს შორის ვაჭრობისას გამოიყენება პრეფერენციული წარმოშობის წესები. შესაბამისად, შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათების სარგებლობის მიზნებისათვის აუცილებელია განისაზღვროს საქონლის ქართული წარმოშობა - „ეროვნება“.

 

ევროკავშირში ექსპორტირებისას საქონლისათვის ქართული წარმოშობის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელია ასოცირების შეთანხმების პირველი ოქმით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილება, კერძოდ:

  • საქონელი მთლიანად წარმოებულია საქართველოში;
  • საქონელი არ არის მთლიანად წარმოებული საქართველოში, მაგრამ მის მისაღებად გამოყენებულმა მასალამ განიცადა საკმარისი დამუშავება-გადამუშავება საქართველოს ტერიტორიაზე.

 

საქართველოში სრულად  წარმოშობილ პროდუქციად ჩაითვლება:

  • საქართველოს ნიადაგიდან ან ზღვის ფსკერიდან ამოღებული მინერალური პროდუქტები;
  • საქართველოში მოყვანილი მცენარეული პროდუქტები;
  • საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ცოცხალი საქონელი;
  • საქართველოში გაზრდილი ცოცხალი საქონლისაგან წარმოებული პროდუქცია;
  • საქართველოს ტერიტორიაზე ნადირობითა თუ თევზჭერით მიღებული პროდუქცია;
  • საზღვაო თევზჭერით მიღებული ან სხვაგვარი პროდუქცია, ამოღებული ზღვიდან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი საშუალებების დახმარებით მათი ტერიტორიული წყლების საზღვრებს გარეთ;
  • საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ თევზსარეწში წარმოებული პროდუქცია, რომელიც ექსკლუზიურადაა მიღებული “f” ქვეპუნქტში მოხსენიებული პროდუქტებიდან;
  • საქართველოში მოპოვებული გამოყენებული საგნები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ნედლეულის აღსადგენად, გამოყენებული საბურავების ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ პროტექტორის აღსადგენად ან ნარჩენის სახით გამოსაყენებლად;
  • ნარჩენები და ჯართი, რომლებიც წარმოიშობა საქართველოში განხორციელებული საწარმოო ოპერაციების შედეგად;
  • ტერიტორიული წყლების გარეთ ზღვის ნიადაგიდან ან ქვენიადაგიდან ამოღებული პროდუქცია, თუ ქართული დროშის ქვეშ მცურავ ხომალდს აქვს აღნიშნული ნიადაგის ან ქვენიადაგის დამუშავების ექსკლუზიური უფლება;
  • საქართველოში წარმოებული საქონელი, რომელიც შექმნილია “a-j” ქვეპუნქტებში დადგენილი პროდუქციისაგან.

 

შენიშვნა:

ტერმინები მცურავი საშუალებები და მცურავი თევზსარეწი“ აღნიშნავს მხოლოდ იმ მცურავ საშუალებსა და მცურავ თევზსარეწსრომლიც:

  • რეგისტრირებულია ან აღრიცხულია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ან საქართველოში;
  • დაცურავს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან საქართველოს დროშის ქვეშ;
  • რომლისსულ მცირე, 50%- ფლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან საქართველოს მოქალაქეებიან კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ან საქართველოში და რომლის მენეჯერი ან მენეჯერები, დირექტორთა საბჭოს ან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ან ამგვარი საბჭოების წევრთა უმრავლესობა არის ევროკავშირის ან საქართველოს მოქალაქე და რომლშიც,პარტნიორობის ან შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიების შემთხვევაში, კაპიტალის, სულ ცოტანახევარი, ეკუთვნის  ევროკავშირის წევრ ქვეყანას ან საქართველოსმათ სახელმწიფო ორგანოებს ან მოქალაქეებს;
  • რომლის კაპიტანი და ოფიცრები არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან საქართველოს მოქალაქეები
  • რომლის ეკიპაჟისსულ ცოტა, 75% არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან საქართველოს მოქალაქე. 

 

საქართველოში საკმარისად დამუშავებულ გადამუშავებულ პროდუქციად ჩაითვლება ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც არ არის საქართველოში მთლიანად წარმოშობილი, მაგრამ აკმაყოფილებს ასოცირების შეთანხმების პირველი ოქმის II დანართში გაწერილ პირობებს. მიუხედავად პირველი ოქმის II დანართის მოთხოვნებისა, პროდუქციის წარმოებისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს წარმოშობის არმქონე მასალა, იმ პირობით, რომ:

  • მისი მთლიანი ღირებულება არ აღემატება პროდუქციის ფრანკო ქარხნის ფასს;
  • წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალის მაქსიმალური ღირებულების ჩამონათვალში (II დანართი) მოცემული ნებისმიერი პროცენტულობა არ არის გადაჭარბებული ამ პუნქტის გამოყენებით.

 

შენიშვნა: არასაკმარისად დამუშავებად-გადამუშავებად მიიჩნევა:

  • კონსერვირების ოპერაციები ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს პროდუქციის ვარგისიანობის შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით;
  • ფუთების დაშლა და აწყობა;
  • რეცხვა, წმენდა; მტვრის, მჟავის, ზეთის, საღებავის ან სხვა სახის საფარების მოცილება;
  • ქსოვილის დაუთოება ან დაპრესვა;
  • ღებვისა და გაპრიალების მარტივი ოპერაციები;
  • მარცვლეულისა და ბრინჯის გადარჩევა, ნაწილობრივი ან სრული გაუფერულება, გაპრიალება და მომინანქრება (შოკოლადით დაფარვა);
  • შაქრის ღებვის ან შაქრის ნატეხის დამზადების ოპერაციები;
  • ხილის, თხილის და ბოსტნეულის თლა, კურკის გამოცლა და ნაჭუჭის მოცილება;
  • თლა, მარტივი ფქვა ან მარტივი ჭრა;
  • ცრა, გაცხრილვა, გადარჩევა, კლასიფიცირება, დაჯგუფება, მისადაგება (ნაკეთობათა კომპლექტების შედგენის ჩათვლით);
  • მარტივი მოთავსება ბოთლებში, თუნუქის ქილებში, კოლბებში, ჩანთებში, ჩემოდნებში, ყუთებში, დამაგრება ბარათებზე ან დაფებზე და შეფუთვის სხვა მარტივი ოპერაციები;
  • შტამპების, იარლიყების, ლოგოების და სხვა განმასხვავებელი ნიშნების მიმაგრება ან ბეჭდვა პროდუქციაზე ან მათ შეფუთვაზე;
  • პროდუქციის მარტივი შერევა, შერეული პროდუქტების არაერთგვაროვნების მიუხედავად;
  • შაქრის შერევა ნებისმიერ მასალასთან;
  • სრული ნაკეთობის შემადგენელი ნაწილებისგან აწყობა ან პროდუქციის დაშლა ნაწილებად;
  • “a-o” ქვეპუნქტებში მოცემული ორი ან მეტი ოპერაციის კომბინირება;
  • ცხოველების დაკვლა.

 

დათქმაწარმოშობის სტატუსის არმქონე მასალ, რომლისთვისაც გაცემულია ან შედგენილია წარმოშობის სერიფიკატი, არ დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის საბაჟო მოსაკრებლის დაბრუნებას  ან მისგან გათავისუფლებას.

 

იმპორტიორ ქვეყანაში წარმოშობის სტატუსის დადასტურების მიზნით გამოიყენება:

  • მოძრაობის სერტიფიკატი 1, რომელსაც გასცემს შემოსავლების სამსახური;
  • წარმოშობის დეკლარაცია (ფორმა იხ. პირველი ოქმის IV დანართში), რომელიც დაერთვის ანგარიშფაქტურას, მიწოდების შეტყობინებას ან ნებისმიერ სხვა კომერციულ დოკუმენტს და აღწერს მოცემული პროდუქტის სათანადო დეტალებს.

 

წარმოშობის დეკლარაციის გამოყენების უფლება აქვს:

  • უფლებამოსილ ექსპორტიორს (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის დადგენილება N420);
  • ნებისმიერ ექსპორტიორს, 6000 ევროს ღირებულებამდე საქონელის ექსპორტირების შემთხვევაში.

შენიშვნა: უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მქონე პირს წარმოშობის დეკლარაციით სარგებლობა შეუძლ საქონლის ღირებულების მიუხედავად. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭება ხდება შემოსავლების სამსახურში გაკეთებული განცხადების საფუძველზე.

შენიშვნაწარმოშობის დეკლარაციის შემდგენელი ექსპორტიორი ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს ექსპორტის ქვეყნის საბაჟო უწყებისათვის პროდუქციის ქართულ წარმოშობ დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის წარსადგად.

 

წარმოშობის სერტიფიკატი ძალაშია გაცემის დღიდან  ოთხი თვის განმავლობაში  და ამ პერიოდის განმავლობაში უნდა წარედგინოს  იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებას.

 

გასათვალისწინებელია განსხვავება ტერმინებს:  „დამზადებულია საქართველოში“ და „წარმოშობილია საქართველოში“ - შორის. საქართველოში წარმოებულ საქონელს შეიძლება არ ჰქონდეს საქართველოში წარმოშობილის სტატუსი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.