სასარგებლო ბმულები
პუბლიკაციები

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

სტანდარტები

 

სტანდარტი - კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული და სტანდარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს სხვადასხვა საქმიანობისათვის/მოქმედებისათვის ან მისი შედეგებისათვის გარკვეულ სფეროში ოპტიმიზაციის მიზნით;

საქართველოში სტანდარტების შემუშავებას, რეგისტრაციას და ამ სტანდარტების გავრცელებას ახორციელებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.

 

საქართველოში მოქმედი სტანდარტების სახეებია:

  • საქართველოს სტანდარტი - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული სტანდარტი, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას, როგორც საერთაშორისო ან რეგიონალური სტანდარტის საფუძველზე, ისე შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის მიერ;
  • საერთაშორისო/რეგიონალური ორგანიზაციის სტანდარტი - სტანდარტიზაციის საერთაშორისო/რეგიონალური ორგანიზაციის (ISO, IEC/CEN, CENELEC) მიერ მიღებული სტანდარტი, რომელიც შესაძლებელია საქართველოში მიღებულ იქნეს საქართველოს სტანდარტად;
  • სახელმწიფოთაშორისი სტანდარტი (“გოსტ”) - რომელიც საქართველოში გამოიყენება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თნამეგობრობის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების 1998 წლის 13 მარტის შეთანხმების „სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის და მეტროლოგიის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ“ საფუძველზე;
  • საწარმოს შიდა სტანდარტი - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, საწარმოს შიდა სტანდარტებს შეიმუშავებს, ამტკიცებს და აღრიცხავს თვით საწარმო, ასეთი სტანდარტი სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაციას არ საჭიროებს. საწარმო პასუხისმგებელია მის მიერ შემუშავებული საწარმოს შიდა სტანდარტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისათვის.

 

საქმიანობა სტანდარტიზაციის სფეროში

საქართველოს სტანდარტის შემუშავება ან/და რეგისტრაცია - დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე სტანდარტს შეიმუშავებს  შესაბამისი ტექნიკური კომიტეტი და მისი რეგისტრაცია ხდება საქართველოს სტანდარტების რეესტრში. სააგენტოს შესაბამისი კომიტეტი საქართველოს სტანდარტს არ შეიმუშავებს იმ სფეროში, რომელშიც:

  • უკვე არის შესაბამისი საერთაშორისო/რეგიონალური სტანდარტი;
  • იმ სფეროში, რომელშიც არ არის ფართო მოთხოვნა სტანდარტზე.

საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების სტანდარტების რეგისტრაცია ან/და გავრცელება - სტანდარტიზაციის იმ საერთაშორისო/რეგიონალური ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტების რეგისტრაცია და გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის წევრიც არის სააგენტო (ISO, IEC/CEN,/CENELEC- ის სტანდარტები).

 

სტანდარტების დეპარტამენტის მომსახურების საფეხურები საქმიანობების მიხედვით

 

საერთაშორისო სტანდარტების რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტად, გარეკანის თარგმნის მეთოდით:

I - პირის წერილობითი მიმართვა სააგენტოსთვის სტანდარტის მიწოდების თაობაზე;

II - სააგენტოს მიერ შესაბამისი სტანდარტის მოძიება და რეგისტრაცია.

 

საქართველოს სტანდარტის შემუშავება და რეგისტრაცია:

I - პირის წერილობითი მიმართვა სააგენტოსათვის საქართველოს სტანდარტის შემუშავებისა და რეგისტრაციის თაობაზე;

II - ინფორმაციის შემოწმება, არსებობს თუ არა საერთაშორისო ან რეგიონალური სტანდარტი. თუ ასეთი სტანდარტი არსებობს, პროცედურა წყდება და პირს ეცნობება, რომ მას შეუძლია გამოიყენოს საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტი;

III - საქართველოს სტანდარტის პროექტის შესაბამისი კომიტეტისათვის გადაცემის შეთანხმება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან;

IV - საქართველოს სტანდარტის პროექტის ტექნიკური კომიტეტის სხდომაზე გატანა და სტანდარტის შემუშავების პროცედურის დაწყება;

V - სტანდარტის მიღება შესაბამისი კომიტეტის მიერ;

VI - სტანდარტის საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ მიღების თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიღება;

VII - რეგისტრაცია, სტანდარტების რეესტრში სტანდარტების რეგისტრაციის ნომრის მინიჭება.

 

საერთაშორისო სტანდარტების რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტად, სრული თარგმნის მეთოდით:

I - საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტის სრული თარგმნის გზით საქართველოს სტანდარტად მიღების შემთხვევაში, სტანდარტის პროექტს (თარგმნილ ტექსტს) განიხილავს შესაბამისი კომიტეტი;

II - კომიტეტის მიერ მიღებული სტანდარტის ტექსტის რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტად.

 

 

 

სასარგებლო ინფორმაცია

 

სტანდარტების შემუშავების /რეგისტრაციის / გაცემის საფასური

 

საქართველოს ქართულენოვანი სტანდარტების კატალოგი