ღონისძიება
DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით სურსათის უვნებლობის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების თემაზე ტრენინგი გაიმართება
Mar 22, 2019

2019 წლის 22 მარტს,  ქ. ბათუმში, გაიმართება ტრენინგი თემაზე: „ტექნიკური რეგლამენტები სურსათის უვნებლობის სფეროში“.

 

ღონისძიებაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: DCFTA და სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სფეროში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები, საქართველოს მთავრობის დადგენილება N585 „საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ და საქართველოს მთავრობის №508 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტი - ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“. ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ  ადგილობრივი მეწარმეები.

 

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართება, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

 

ტრენინგს გაუძღვება დარგის ექსპერტი - ქეთევან ლაფერაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, DCFTA ფარგლებში სურსათის უვნებლობის სფეროში საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.

 

მისამართი: ახმედ მელაშვილის ქ. N26.

დრო: 11:00 საათი.  

კალენდარი
 ივლისი 2020 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის პირვ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის მეორ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის მესა...