ღონისძიება
DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით სურსათის უვნებლობის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების თემაზე ტრენინგი გაიმართება
Mar 23, 2019

2019 წლის 23 მარტს, ქ. ბათუმში, გაიმართება ტრენინგი თემაზე: ტექნიკური რეგლამენტი - „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“.

 

ღონისძიებაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: DCFTA და სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სფეროში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება N301 „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“. ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ  ადგილობრივი მეწარმეები.

 

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართება, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

 

ტრენინგს გაუძღვება დარგის ექსპერტი - ქეთევან ლაფერაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, DCFTA ფარგლებში სურსათის უვნებლობის სფეროში საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.

 

მისამართი: ახმედ მელაშვილის ქ. N26.

დრო: 11:00 საათი.

კალენდარი
 ივნისი 2019 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
 
 
 
1
2
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
19
21
22
23
25
26
27
28
29
30
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის პირვ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის მეორ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის მესა...