ღონისძიება
DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ხაშურში შრომის უსაფრთხოების შესახებ ტრენინგი გაიმართება
May 16, 2019

2019 წლის 16 მაისს, ქალაქ ხაშური, გაიმართება ტრენინგი თემაზე:  “ევროდირექტივები შრომის უსაფრთოების შესახებ და  საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში“.

 

ღონისძიებაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ; დირექტივა 89/656/EEC სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ პერსონალური დამცავი აღჭურვილობის გამოყენებისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ. დირექტივა 2009/104 / EC სამუშაო ადგილებზე სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისათვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ; დირექტივა 89/654/EEC სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ. ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

 

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართება, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

 

ტრენინგს გაუძღვებიან შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორები, ქეთევან დარცმელია და მაია მიქაია.

 

მისამართი: ქ. ხაშური; აღმაშენებლის ქ N2; სასტუმრო "ივერია".

დრო: 12:00 საათი. 

 

კალენდარი
 ივლისი 2020 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის პირვ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის მეორ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის მესა...