ღონისძიება
DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის თემაზე ტრენინგი გაიმართება
May 20, 2019

2019 წლის 20 მაისს, ქალაქ ქუთაისში, გაიმართება ტრენინგი თემაზე: “ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა (სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, შესაბამისობის შეფასება) - ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT)".

 

ღონისძიებაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში - რატომ არის საჭირო ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა, ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT) ევროპული პრაქტიკა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე DCFTA და TBT. საქართველოში არსებული ხარისხის ინფრასტრუქტურა (სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია, შესაბამისობის შეფასება), ინსტიტუციები, კანონმდებლობა. TBT  პრაქტიკული მაგალითები და სასარგებლო ბმულები.

 

ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ  ადგილობრივი მეწარმეები. ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“  მხარდაჭერით გაიმართება, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

 

ტრენინგს გაუძღვება დარგის ექსპერტი - ნინო მიქანაძე - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.  

 

მისამართი: ქ. ქუთაისში, რუსთაველის გამზ. N124.

დრო: 11:00 საათი. 

კალენდარი
 ივლისი 2020 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის პირვ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის მეორ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის მესა...