ღონისძიება
DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრი ბათუმში მეწარმეებისთვის ტრენინგს გამართავს
Jun 20, 2019

DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 20 ივნისს, ქალაქ ბათუმში, გაიმართება ტრენინგი თემაზე: „აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესი“.

 

ღონისძიებაზე განხილულ იქნება შემდეგი საკითხები: DCFTA და სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სფეროში აკვაკულტურასთან დაკავშირებული საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები; აკვაკულტურის ფერმის მოწყობასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და აკვაკულტურის პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობები (,,აკვაკულტურისა და მისი პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის პირობები“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის დადგენილება N597); აკვაკულტურასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების მიმოხილვა (,,თევზის ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემიისა (VHS) და სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზის (IHN) გამოვლენისა და დადასტურებისთვის ნიმუშის აღების გეგმებისა და დიაგნოსტიკის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №636 დადგენილება და ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის  წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N594 დადგენილება). ტრენინგი კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში წარიმართება.

 

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართება, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

 

ტრენინგს გაუძღვება მაია ბერუაშვილი  - სურსათის უვნებლობის ექსპერტი, DCFTA ფარგლებში ვეტერინარიის სფეროში საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.

 

ადგილი: ქ. ბათუმი, ა. მელაშვილის 26. 

დრო: 11:00 საათი.

კალენდარი
 ივლისი 2020 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის პირვ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის მეორ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის მესა...