მმართველობა განვითარებისთვის (G4G)

 

სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტით „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) დაეხმარა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოსა და DCFTA-ს ქვეკომიტეტის  შექმნაში. პლატფორმა შექმნილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეგიდით, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით. პლატფორმის შექმნის მიზანია კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის დროულად მიწოდება და კერძო და საჯარო სექტორის ინტერესების  საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის დოკუმენტში ასახვის უზრუნველყოფა. DCFTA-ს სამუშაო ჯგუფი აერთიანებს ხუთ ბიზნესასოციაციას, საქართველოს პროფკავშირებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმას, რომლებიც მუდმივი წევრის სტატუსით არიან წარმოდგენილნი. 

 

DCFTA-ს პოლიტიკის დოკუმენტები

G4G ხელს უწყობს DCFTA-ს თანმდევი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ინფორმირებულ დისკუსიას, იმპლემენტაციის პროცესში გამოვლენილი პრობლემური საკითხების დოკუმენტირებასა და რეკომენდაციების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ბიზნესზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას. დოკუმენტში ასახული პრობლემური საკითხები განიხილება საჯარო - კერძო დიალოგის (PPD) ფორმატით შეხვედრებისას. ღონისძიების შედეგად მიღებული უკუკავშირი / გადაწყვეტილებები აისახება დისკუსიის დოკუმენტში და ეგზავნება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. 

 

DCFTA-სთან დაკავშირებული წარმოშობის წესების სახელმძღვანელო ექსპორტიორებისათვის

G4G-მ შეიმუშავა სახელმძღვანელო ექსპორტიორებისთვის DCFTA-სთან დაკავშირებული წარმოშობის წესების შესახებ. სახელმძღვანელოს მიზანია დაეხმაროს არსებულ და პოტენციურ ექსპორტიორებს, ასევე საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს, რომლებიც სამომავლოდ გეგმავენ ნაწარმოები პროდუქტის ევროკავშირში ექსპორტირებას. სახელმძღვანელო ნათლად განმარტავს პროდუქტის „საქართველოში წარმოშობილად“ ჩასათვლელ მოთხოვნებს და ექსპორტირების პროცედურებს. 

 

ცნობიერების ამაღლება DCFTA- შესახებ

G4G ეხმარება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს DCFTA-ს შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, როგორც საზოგადოებისათვის ხელშეკრულებისა და მისი სარგებლის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებით, ისე ჟურნალისტებისათვის ტრენინგების ჩატარებით, რათა მათ შეძლონ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური განვითარების საინფორმაციო მხარდაჭერა. G4G ატარებს ტრენინგებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიასფეროში მოღვაწე პროფესიონალებისათვის DCFTA-ს იმპლემენტაციით მისაღები ეკონომიკური სარგებელის შესახებ, რათა მათ შეძლონ ამ საკითხზე საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაცია

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ფალიაშვილის ქ. #85, მე-4 სართული

თბილისი, საქართველო

ტელ.: +995 322 240 115

ელ. ფოსტა: tkapianidze@g4g.ge 

საკონტაქტო პირი: თამარ ქაფიანიძე

 

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:

https://www.facebook.com/G4G-305788096275110/