ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) - მხარდაჭერა და დაფინანსება მდგრადი განვითარების პროექტებისათვის

 

ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), მეწარმეებს ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი ქვეყნებიდან და შვეიცარიიდან სთავაზობს მდგრადი განვითარების პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერას და დაფინანსებას.

 

სააგენტო მხარს უჭერს ისეთ მეწარმეებს და პროექტებს, რომლებიც გამოირჩევიან ინოვაციურობით, დადებით გავლენას ახდენენ სიღარიბის დაძლევასა და შესაძლებლობების განვითარებაზე  და შესაძლებელია მათი, სამაგალითო მოდელად გამოყენება.

 

სხვადასხვა ქვეყნების მეწარმეებს შორის პარტნიორობა და სტრატეგიული ალიანსის არსებობა პროექტის მხარდაჭერის წინაპირობას წარმოადგენს. გრანტის შესაძლო მოცულობა მერყეობს 20,000 – 200,000 ევროს ფარგლებში ბიზნეს პარტნიორობის შემთხვევაში, 200,000- 500,000 ევროს ფარგლებში სტრატეგიული ალიანსის შემთხვევაში და ჯამში შესაძლოა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ღირებულების მხოლოდ 50%-ს. პროექტის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ წელს.

 

სააგენტო მხარს უჭერს ბენეფიციარებს მიზანშეწონილობის კვლევის განხორციელებაში. ბიზნეს პარტნიორობის ეკონომიკური მიზანშეწონილობის და პერსპექტივების შეფასება ახალი წამოწყების წარმატებისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, შესაბამისად სააგენტო გამოყოფს გრანტს მთლიანი პროექტის ღირებულების 50% ოდენობით, არაუმეტეს 20000 ევროსი.

 

ქართველ მეწარმეებს, რომელთაც ჰყავთ შერჩეული პარტნიორი ევროკავშირის ზონის ქვეყნებიდან და/ან შვეიცარიიდან, და მზად არიან თანამონაწილეობის საფუძველზე დაიწყონ ახალი ან განავითარონ უკვე არსებული ბიზნესი, შეუძლიათ მიმართონ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) საქართველოს ოფისს, მხარდაჭერისათვის.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ბიზნეს ცენტრი „მერანი“

რუსთაველის გამზ. 42 / გრიბოედოვის ქ. 31

0108 თბილისი, საქართველო 

ელ-ფოსტა: tiflis@ada.gv.at

ტელ.: +995 322 434 400

http://www.entwicklung.at/en/actors/businesses/business-partnerships/