სიახლეები
DCFTA-ს მრგვალი მაგიდა გორში

21 თებერვალს, გორში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროპასთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)  შესრულების თაობაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების   მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე უძღვებოდა.

 

ღონისძიებაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან თემებთან ერთად რეგიონში მოღვაწე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის აქტუალური სხვადასხვა  საკითხი განიხილეს. მხარეებმა ისაუბრეს მეწარმეთათვის საწარმოთა მართვის უნარ-ჩვევების განვითარებისა და საექსპორტო-სავაჭრო ურთიერთობაში აქტიური ჩართულობის შესახებ, რომლებსაც DCFTA სთავაზობს კერძო სექტორს, როგორც ექსპორტის წახალისებისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის  შესაძლებლობას.

 

“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სხვა სამინისტროებთან ერთად, აგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პროგრამის დახმარების ფარგლებში DCFTA-სთან დაკავშირებულ კამპანიას, სოფლად ცნობიერების ამაღლების კუთხით. კამპანია ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დავიწყეთ და დაგეგმილი გვაქვს მთელი წლის განმავლობაში ყველა რეგიონში  ჩასვლა და საინფორმაციო შეხვედრების გამართვა. ჩვენი მიზანია, კერძო სექტორის წარმომადგენლებს მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია იმ სარგებელთან დაკავშირებით, რომელიც მოაქვს ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას. ასევე მნიშვნელოვანია კერძო სექტორისგან მოვისმინოთ იმ საჭიროებების შესახებ, რომლებიც იკვეთება ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გატანის დროს,“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გენადი არველაძემ.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ქართველ ფერმერებს აძლევს თავიანთი ნაწარმის ევროკავშირის ბაზარზე გატანის უნიკალურ შესაძლებლობას, თუმცა, აუცილებელია  ნაწარმი  შესაბამის მოთხოვნებსა და სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. „ჩვენი დღევანდელი ვიზიტის მიზანია ფერმერებსა და მეწარმეებს გავაცნოთ ის ვალდებულებები, ის ახალი რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება ამ შეთანხმებას და აუცილებელია იმისათვის, რომ   დააკმაყოფილონ არსებული სტანდარტები ევროკავშირის  ბაზარზე  ნაწარმის გასატანად,“ - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

 

DCFTA-სთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრები მრგვალი მაგიდის ფორმატით საქართველოს სხვა რეგიონებშიც მოეწყობა. 



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/146
კალენდარი
 ივლისი 2020 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...