სიახლეები
ევროკომისიამ დაამტკიცა საქართველოსათვის 23 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გაცემის საკითხი

28 აპრილს ევროკომისიამ დაადასტურა, რომ 2017 წლის მაისში გაიცემა ევროკავშირის ეგიდით საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების (MFA) მეორე ტრანში, კერძოდ, 10 მილიონი ევრო გრანტისა და 13 მილიონი ევრო დაბალი საპროცენტო სესხების სახით. ეს არის ორი მაკრო-ფინანსური დახმარების ოპერაციის (თითოეული 46 მლნ ევროს ოდენობით) მეორე ფინალური ტრანში, რომელთაგან პირველი 2009-2010 წლებში გაიცა.

 

ეკონომიკური და ფინანსური საკითხების კომისარმა პიერ მოსკოვიჩმა განაცხადა: „დღევანდელი დახმარების გაცემა საქართველოსა და მისი მოქალაქეებისადმი ევროკავშირის გრძელვადიანი მხარდაჭერის ნაწილია. კრიტიკული რეფორმების წარმატებით დასრულებისა და სტაბილურობის გაუმჯობესების, მაგრამ  რთული გადახდის ბალანსისა და ფისკალური გამოწვევის პირობებში, ევროკავშირის დახმარება გაუუმჯობესებს საქართველოს მოკლევადიან ფინანსურ მდგომარეობას. იგი ასევე მხარს დაუჭერს ძირითადი რეფორმების იმპლემენტაციას, რომლებიც მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, სოციალური უსაფრთხოების ქსელებისა და ფინანსური სექტორის სტაბილურობის გაძლიერებას.“

 

ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს საგარეო და საბიუჯეტო პოზიციების გაძლიერებასა და მთავრობის ეკონომიკური, სოციალური და ფინანსური რეფორმების მხარდაჭერას. ევროკავშირის დახმარების პროგრამა, რომელიც 2014 წლის დეკემბერში საქართველოსა და ევროკავშირს შორის იქნა შეთანხმებული, მოიცავს საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სოციალური ინკლუზიურობის ხელშეწყობასა და ფინანსური ზედამხედველობის გაძლიერებას. იგი ასევე მოიცავდა ვაჭრობისა და კონკურენციის პოლიტიკასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს მიერ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების (AA), მათ შორის,  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის (DCFTA) შეთანხმებით მიღებული უპირატესობის სრულად გამოყენებას. ეს შეთანხმებები ხელმოეწერილია 2014 წლის სექტემბერში, ხოლო ძალაში შევიდა 2016 წლის ივლისში.

 

მაკრო-ფინანსური დახმარების (MFA) ოპერაციები, როგორც ევროკავშირის განსაკუთრებულ კრიზისზე რეაგირების ინსტრუმენტები, ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან ფართო ურთიერთქმედების ნაწილია და გამოიყენება  ევროკავშირის იმ პარტნიორი ქვეყნებისათვის, რომლებსაც გადახდის მძიმე ბალანსი აქვთ წინაშე. ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის ასევე ფინანსდება სხვა ფინანსური ინსტრუმენტების, მაგალითად, ბიუჯეტის მხარდაჭრის მეშვეობით.

 

2013 წლის აგვისტოში ევროკავშირმა საქართველოს 46 მილიონი ევროს ოდენობის სავალუტო პროგრამა დაუმტკიცა, რომლის გადაცემის გეგმაც 23 მილიონ ევროს ოდენობის ორ თანაბარ ტრანშს მოიცავს. 2014 წლის დეკმებერში ევროკომისიამ ხელი მოაწერა საქართველოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ხოლო 2015 წლის დასაწყისში კი პირველი MFA ტრანში გაიცა (2015 წლის იანვარში 13 მლნ ევროს გრანტით და 2015 წლის აპრილში 10 მილიონ ევროს ოდენობის სესხით). მეორე და საბოლოო ტრანში საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შორის ახალი დახმარების პროგრამის შემდეგ განხორციელდა. 2015 წლის ნოემბერში ჩატარებული სარევიზიო მისიის დროს მიღებულ დასკვნებზე დაყრდნობით, კომისიამ დაასკვნა, რომ საქართველომ გაატარა ყველა მიკრო-ფინანსური დახმარების ღონისძიება, რომელიც MFA-ს მეორე ტრანშთან (გრანტში 10 მლნ ევრო და სესხებში 13 მლნ ევრო). ამ ტრანშის დაფარვა გათვალისწინებული იყო 2016 წელს, მაგრამ გადაიდო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს პროგრამის განხორციელების პროგრესის არარსებობის გამო. 2017 წლის 12 აპრილს საქართველოს სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს $285 მლნ გაფართოებული ფონდის შექმნა დაამტკიცა, და კომისიამ გადაწყვიტა კვლავ გაეაქტიურებინა მიკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემა.

 

2008 წლის ოქტომბერში, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის შემდგომ პერიოდში, ბრიუსელში ჩატარებულ საერთაშორისო დონორთა კონფერენციაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი ღონისძიებიდან, მიკრო-ფინანსური დახმარება საქართველოსთვის იყო მეორე. 2009-2010 წლებში წარმატებით განხორციელდა საქართველოსათვის ევროკავშირის წინა MFA პროგრამა, რომელიც ასევე 46 მილიონ ევროს შეადგენდა და მხოლოდ გრანტებს მოიცავდა.



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/188
კალენდარი
 ივლისი 2020 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...