სიახლეები
საქართველოში მიღებული აკრედიტაციია საერთაშორისო დონეზე იქნა აღიარებული

ევროპული აკრედიტაციის (EA) გენერალურ ასამბლეაზე საქართველოში გაცემული აკრედიტაციის აღიარების შეთანხმების (EA BLA) ხელმოეწერის შემდეგ, საქართველოში მიღებული აკრედიტაცია საერთაშორისოდ არის  აღიარებული.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, შეთანხმება ეხება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ აკრედიტაციებს გამოცდებისა და დაკალიბრების, პროდუქტის სერტიფიკაციის, პერსონალის სერტიფიკაციისა და ინსპექტირების სფეროებში. აკრედიტებული პირის მიერ გაცემული გამოცდის ოქმები და სერტიფიკატები აღიარებულია ევროკავშირისა და ევროპული აკრედიტაციის სხვა წევრი ქვეყნების მიერ.

 

„ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ევროპული აკრედიტაციის მიერ აკრედიტაციის საერთაშორისოდ აღიარებას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება და ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, ეს ნიშნავს, რომ, შესაბამისი სფეროების მიხედვით, ლაბორატორიებისა და შპს-ების სერტიფიკატებს საერთაშორისო აღიარება ექნება“, - განაცხადა გენადი არველაძემ. მისივე განმარტებით, უმრავლეს შემთხვევაში, ექსპორტიორს უცხოეთში გამოცდების ჩაბარებისა და სერტიფიკაციის პროცედურების გავლა აღარ დასჭირდება.

 

„ეს ხელს შეუწყობს ჩვენს მეწარმეებს, რომ დაზოგონ დრო და ის ხარჯი, რომელიც აქამდე  უწევდათ. გამოცდები და დაკალიბრება, პროდუქტის სერტიფიკაცია, პერსონალის სერტიფიკაცია და ინსპექტირება - ეს ის სფეროებია, რომლებშიც ჩვენ აკრედიტაციის საერთაშორისო აღიარება მივიღეთ. ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების (რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება) ძალაში შესვლის შემდეგ, 2014 წელს გავაკეთეთ განაცხადი ევროპულ აკრედიტაციასთან მიერთების შესახებ და ამასთან დაკავშირებით, 2014 წლის ნოემბერში   ორი საერთაშორისო მისია მოეწყო,“ - თქვა მან.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საგამოცდო ლაბორატორიებში აკრედიტებულია 101, საკალიბრებელ ლაბორატორიაში - 7, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოში - 6, პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოში - 6, ხოლო ინსპექტირების ორგანოში - 79 პირი.

 

ქართული აკრედიტაციის აღიარება შეამცირებს საერთაშორისო ბაზრებზე ტექნიკურ ბარიერებს ქართული პროდუქციისათვის და ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდას.



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/191
კალენდარი
 ივლისი 2020 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...