სიახლეები
კონფერენცია ასოცირების შეთანხმების შესაბამისად სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის გაძლიერების თაობაზე

სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის გაგაზრდის მიზნით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ევროკავშირის პროექტის, იუსტიციის სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია - „სამართლებრივი დაახლოების პარადიგმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში“.

 

კონფერენციაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

კონფერენციის პირველ ნაწილში მოხსენებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე გამოვიდა. „დღევანდელი ღონისძიება დაეთმო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების საკანონმდებლო დაახლოების პროცესს, მასში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეის ჩაბმულობასა და თანამშრომლობას. პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს, რადგანაც ის გარკვეულ დანახარჯებთან და დროსთანაა დაკავშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და საკანონმდებლო დაახლოება იყოს უმტკივნეულო კერძო სექტორისათვის და, ზოგადად, მოსახლეობისათვის. ჩვენ ასევე ყურადღება გავამახვილეთ სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციურ განვითარებაზე. შესაბამისად, შევთანხმდით კოორდინირებულ მუშაობაზე როგორც პარლამენტთან, ისე სხვა სამთავრობო უწყებებთან“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

 

კონფერენციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების ფარგლებში სამართლებრივი დაახლოების პროცესის მიმდინარეობა, სამართლებრივი დაახლოება და მთავრობის ინსტიტუციური და ადმინისტრაციული უნარები, ასევე იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული სამართლებრივი დაახლოების სახელმძღვანელო და მეთოდური რეკომენდაციები, სამართლებრივი დაახლოების ტექნიკები, მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის მნიშვნელობა და ამ მხრივ სხვა ქვეყნების გამოცდილება.

 

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ამოცანაა სამართლებრივი დაახლოების დასრულება, კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება 2020 წლისთვის. „ეს ეხება იმ სფეროებს, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებაშია გაწერილი. საქართველომ ამ მხრივ უკვე ბევრი გააკეთა, ჩვენ ამას ვაფასებთ, მაგრამ  დარჩენილ პერიოდში ინტენსიური მუშაობაა საჭირო. 2020 წელი არცთუ ისე შორსაა, ევროკავშირი განაგრძობს ამ პროცესის მხარდაჭერას. ჩემი აზრით, სამართლებრივი დაახლოება ასოცირების ხელშეკრულების მთავარი ასპექტია. ამავდროულად, უნდა აღვნიშნო, რომ მთავარია არა უბრალოდ ახალი კანონების მიღება, არამედ მათი ამოქმედება. დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ის ფუნდამენტური პრინციპებია, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საძირკველში დევს,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

 



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/195
კალენდარი
 ივლისი 2020 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...