სიახლეები
სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროექტი დასრულებულია

დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ ,,ექსპო ჯორჯიაში“ ევროკავშირის პროექტის - „საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ - დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს ევროკავშირთან სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში თანამშრომლობისა და მიღწეული შედეგების შესახებ იმსჯელეს. მოეწყო შესაბამისი რეფორმებისა და მიღწეული შედეგების პრეზენტაცია.

 

ღონისძიებას ბიზნესისა და სამთავრობო სექტორის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სტანდარტებისა და მეტროლოგიის გენერალურმა დირექტორმა დავით ტყემალაძემ, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა ფრანჩესკა მაცუკომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

 

„ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი რეფორმა გავატარეთ. მათ შორის, მინდა გამოვყო პროექტი, რომლითაც ევროკავშირი დაგვეხმარა. ეს მნიშვნელოვანია ქვეყანაში მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ინსტიტუტის განსავითარებლად - მოხდება ლაბორატორიების გადაიარაღება თანამედროვე სერვისების დასანერგად. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ევროკავშირს ბოლო სამი წლის განმავლობაში გაწეული დახმარებისა და კონკრეტულად ამ პროექტისთვის,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

 

სტანდარტებისა და მეტროლოგიის გენერალური დირექტორის დავით ტყემალაძის ინფორმაციით, ევროკავშირის აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზანი იყო სტანდარტიზაციასა და მეტროლოგიაში ისეთი სფეროების განვითარება, რომლებიც საქართველოში დღემდე არ იყო ხელმისაწვდომი. ამიტომ, ადგილობრივ მეწარმეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაბამისი მომსახურების საზღვარგარეთ მიღება უხდებოდათ, რისთვისაც დიდი რესურსი იხარჯებოდა.

 

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მოხდა ძირეული გარდაქმნა, განვითარდა თანამედროვე მიმართულებები, გადახალისდა მეტროლოგიის ლაბორატორიების აღჭურვილობა, მომზადდა ევროპული პრაქტიკის შესაბამისი ელექტრონული სისტემები, რომლებიც დაინტერესებული პირების მომსახურებას გააუმჯობესებს.

 

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსა და AECOM კონსორციუმის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB comprehensive Institutional Building) ფარგლებში ჩატარებული სამუშაო, კერძოდ: სააგენტოს რენოვაცია გეომეტრიული, წნევისა და ძალის, ტემპერატურისა და ტენიანობის, დიდი მასებისა და მცირე მოცულობების, რადიოფიზიკის, დროისა და სიხშირის, ოპტიკისა და აკუსტიკის, ფიზიკო-ქიმიური გაზომვების, ვიბრაციის, ნივთიერებათა ხარჯისა და რადიაციული გაზომვებისათვის საჭირო დამხმარე ინფრასტრუქტურის სრული განახლება და სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის ეტალონური ბაზის რეაბილიტაცია. დამსწრე საზოგადოებას აგრეთვე გააცნეს სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო აღიარების მქონე ლაბორატორიების მომსახურებები და სააგენტოში დღეს არსებული სერვისების გაუმჯობესების სამომავლო გეგმები.

 

კონფერენციის დასასრულს დელეგატებმა სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში საქართველოს პროგრესის შესახებ იმსჯელეს.

 

 



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/196
კალენდარი
 ივლისი 2020 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...