სიახლეები
DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის ტრენინგი მეწარმეებისათვის ქუთაისში

ქუთაისში  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრების პროექტის, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - პროექტის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით გაიმართა ტრენინგი „მწვანილოვანი ბოსტნეულის წარმოება და პერსპექტივები.“

 

ღონისძიება, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ყოველწლიური მარცვლეული კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე  ილია მჭედლიძე უძღვებოდა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.

 

ტრენინგი შეეხებოდა  მწვანილოვანი ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: მწვანილოვანი ბოსტნეულის ბაზარი საქართველოში, ზოგადი აგროტექნიკური მოთხოვნები, მწვანილოვანი კულტურების ძირითადი საწარმოებელი სახეობები, ასევე  მოსავლის აღება, შეფუთვა და ტრანსპორტირება.

 

პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ევროკავშირის თანადაფინანსებით,  EU4Business-ის ფარგლებში მიმდინარეობს და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. პროექტი ემსახურება მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის  დახმარების გაწევას ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში,  რათა მათ შეძლონ ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებასა და ფინანსების ხელმისაწვდომობას.  



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/198
კალენდარი
 ივლისი 2020 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...