სიახლეები
DCFTA-ს ვებგვერდი ამოქმედდა

მიმდინარე წლის 19 ივნისს ქ. თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ შეთანხმების საინფორმაციო ვებგვერდის (www.dcfta.gov.ge) პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელი კატია კამერერი, ასევე საქართველოს პარლამენტის, დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორისა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ვებგვერდი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გააცნო.

 

ვებგვერდი, როგორც ერთგვარი პლატფორმა,  DCFTA-სთან დაკავშირებულ ყველა საკითხს მოიცავს. მისი მიზანია DCFTA-ს შესახებ პრაქტიკული და საკანონმდებლო სახის, აგრეთვე სხვა საჭირო ინფორმაციის მეწარმეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის შეუფერხებლად მიწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

აღსანიშნავია, რომ DCFTA-ს საინფორმაციო ვებგვერდი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდონ საკუთარი შენიშვნები ან წინადადებები DCFTA-ს ფარგლებში მისაღები ნორმატიული აქტების პროექტების შესახებ.

 

ვებგვერდი შექმნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/204
კალენდარი
 ივლისი 2020 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...