სიახლეები
შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები ხელმისაწვდომია ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისათვის

ევროკავშირმა ოფიციალურად დაადასტურა გადაწყვეტილება და ევროპულ ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა დაუშვა. ეს არის საქართველოს მხრიდან გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგი და მიღწეული პროგრესი, რომელიც საქართველოში ვეტერინარული კონტროლის მთლიანი სისტემის აღიარებას უკავშირდება.

 

შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს საქართველოს მხრიდან ევროკომისიისთვის აღიარებული ბიზნესოპერატორების სიის წარდგენას, რის შემდეგაც აღნიშნული ბიზნესოპერატორები შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების ექსპორტის განხორციელებას. მესამე ქვეყნების ოფიციალურ სიაში საქართველოს შეყვანის მიზნით, 2014 წელს ქართულმა მხარემ ევროკომისიაში განაცხადი წარადგინა. ამის საფუძველზე, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის სისტემის, ასევე, ევროკავშირში საექსპორტოდ განკუთვნილი თევზისა და თევზის პროდუქტების წარმოებების ადგილზე აუდიტის განსახორციელებლად, საქართველოში ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE - Directorate General Health and Food Safety) სურსათისა და ვეტერინარიის ოფისის (FVO – Food and Veterinary office ) აუდიტორ-ინსპექტორები იმყოფებოდნენ.

 

მისიის მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი სურსათის უვნებლობის კანონმდებლობა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის პროცედურები და შედეგები. მისიის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები, რის საფუძველზეც, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და განახორციელა შესაბამისი აქტივობები, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან.

 

განხორციელებული საქმიანობის საფუძველზე საქართველო დაემატა იმ მესამე ქვეყნების ნუსხას, საიდანაც ევროკავშირში ნებადართულია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისთვის გათვალისწინებული შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების იმპორტი. შავი ზღვის ქართულ აკვადორიაში მოპოვებული თევზი მე-3 ცხოველური წარმოშობის პროდუქტია (მატყლისა და თაფლის შემდეგ), რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შევა.



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/207
კალენდარი
 ივლისი 2020 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...