სიახლეები
საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“

მიმდინარე წლის 13-14 ივლისს ბათუმში გაიმართულ მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ - ასოცირების შეთანხმების, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე ამ სფეროში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს. თემატურ სესიაზე - „ასოცირების შესახებ შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე: საქართველოს მომავალი“ - ვრცელი მოხსენებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე წარსდგა.

 

მინისტრის მოადგილემ სესიის მონაწილეებს გააცნო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ძირითადი პრიორიტეტები და ისაუბრა DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესრულების მხრივ არსებული მიღწევების შესახებ. როგორც გენადი არველაძემ სესიაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს იმისათვის, რომ დაეხმაროს კერძო სექტორს კონკურენტუნარიანობის გაზრადსა და ევროპული სტანდარტების დანერგვაში. ასევე შეეხო იმ  წარმატებებს, რომლებიც საქართველოს აქვს ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის განთავსებასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე გენადი არველაძესთან ერთად მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, ევროპარლამენტის წევრი ედუარდ კუკანი, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელი ლუკ დევინი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაკუბ დური და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორი, ევროპის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე. სესიის დასასრულს მთავარმა მომხსენებლებმა მონაწილეების შეკითხვებს უპასუხეს.



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/228
კალენდარი
 ივლისი 2020 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...