სიახლეები
DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრმა გორში პესტიციდების შესახებ ტრენინგი გამართა

მიმდინარე წლის 27 ივლისს, ქ. გორში გაიმართა ტრენინგი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგულირება და კონტროლი“. ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი დაესწრო. მან ტრენინგის მონაწილეებთან DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სხვადასხვა მომსახურების შესახებ ისაუბრა. ტრენინგი ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

 

ტრენინგს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიურ საშუალებათა რეგისტრაციისა და კონტროლის სამმართველოს უფროსი მარინა ღვეფინაძე და ამავე სამმართველოს უფროსი სპეციალისტი დავით სარჯველაძე უძღვებოდნენ.

 

ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პესტიციდების შესახებ არსებული რეგულაციები და კანონმდებლობის მოსალოდნელი ცვლილებები; პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზებისა და გამოყენების წესი; პესტიციდების დაფასოების ორგანიზების წესი; აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ნიმუშის აღება და კონტროლი.

 

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრები სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და პროექტს - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - შორის თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბდა. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი ევროკავშირის ინიციატივის - EU4Business-ის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და მათთვის ფინანსების ხელმისაწვდომობას.



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/234
კალენდარი
 ივლისი 2020 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...