სიახლეები
ასოცირების კომიტეტის მეოთხე შეხვედრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის თაობაზე

2017 წლის 6 დეკემბერს ქ. თბილისში გაიმართა ასოცირების კომიტეტის მეოთხე შეხვედრა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებს მიეძღვნა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ  DCFTA-ს განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა  და ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატების წარმომადგენლები.

 

კომიტეტი არის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მმართველი ორგანო, რომელიც, შეთანხმების თანახმად, იკრიბება წელიწადში ერთხელ, მორიგეობით - თბილისსა და ბრიუსელში.

 

კომიტეტის შეხვედრაზე ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ევროკავშირის მხარეს - ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის რუსეთის, დსთ-ს, უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის, ევროპის ეკონომიკური სივრცის, თურქეთისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსი პეტროს სოურმელისი.

 

კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს პროგრესი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მხრივ, კერძოდ, საქონლით ვაჭრობის, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, ინტელექტუალური საკუთრის უფლების დაცვის, სახელმწიფო შესყიდვების, ტელეკომუნიკაციების, ფოსტის და საკურიერო მომსახურების, ენერგეტიკის, კონკურენციის, ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების საკითხები.

 

ქართულმა მხარემ ევროკავშირის წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია თითოეულ სფეროში DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ.

 

 



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/248
კალენდარი
 დეკემბერი 2018 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...