სიახლეები
DCFTA-ს მრგვალი მაგიდა რაჭაში

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში მიმდინარე წლის 22 თებერვალს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა რეგიონალური სამუშაო შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით, რომელიც DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციას მიეძღვნა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული და ევროპული პროექტის - „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ - მხარდაჭერით ჩატარდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 70-მა ადგილობრივმა მეწარმემ მათ შორის მეღვინეობის, ტურიზმის და სხვა სექტორებიდან.

 

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ისაუბრა DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების, აღნიშნულ პროცესში კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის მნიშვნელობის, ასევე სახელმწიფო-საგრანტო პროგრამებსა და ხელშეწყობასთან დაკავშირებული იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს მეტი სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით.

 

მრგვალი მაგიდის ფორმატში, საუბარი ასევე შეეხო  DCFTA-ს გამოწვევებსა და პერსპექტივებს, DCFTA-ს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ (SPS) მოთხოვნებსა და შეთანხმების ფარგლებში არსებულ სხვა საკითხებს. ღონისძიებაზე ასევე განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა უკეთ იქნას გამოყენებული DCFTA-ს შესაძლებლობები და ხელი შეეწყოს დასაქმებას.

 

შეხვედრის დასკვნით ნაწილში, გენადი არველაძემ და ღონისძიების ორგანიზატორებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.

 

მსგავსი შეხვედრები რეგიონებში იმართება სისტემატურად და 2018 წლის განმავლობაში მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/266
კალენდარი
 ივლისი 2020 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...