სიახლეები
DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის ოფისის პრეზენტაცია ბათუმში

მიმდინარე წლის 9 მარტს, ქ. ბათუმში, საწარმო „დარ კაპიტალში“ გაიმართა DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის ბათუმის ოფისის პრეზენტაცია. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაძემ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორმა კატია კამერერმა  გახსნეს.

 

ღონისძიებას ადგილობრივი მთავრობის, ბიზნეს-ასოციაციებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  გაიმართა მოწინავე პრაქტიკის მაგალითისა და DCFTA საინფორმაციო ცენტრის სერვისის პრეზენტაციები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია. გარდა ამისა, დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის ექსპერტებისგან მიიღოთ კონსულტაცია როგორც ევროკავშირის ბაზრის, ისე შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ. DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის ფუნქციაა მეწარმეებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეძლონ საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ექსპორტი ევროკავშირში.

 

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის ოფისები სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და  ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბდა და უკვე საქართველოს 4 ქალაქში ფუნქციონირებს. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი ევროკავშირის თანადაფინანსებით "ევროკავშირი ბიზნესისთვის" ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსების ხელმისაწვდომობას.



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/271
კალენდარი
 სექტემბერი 2018 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14
15
16
17
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
პუბლიკაციები

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...