სიახლეები
ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის შეხვედრა ქ. თბილისში

მიმდინარე წლის 20-21 მარტს, ქ. თბილისში გაიმართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის მესამე შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ DCFTA-ს განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატის წარმომადგენლები.

 

ქვეკომიტეტი წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების თავის განხორციელების მაკოორდინირებელ ორგანოს, რომელიც იკრიბება შეთანხმებისამებრ მორიგეობით - თბილისსა და ბრიუსელში.

 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პროგრესი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების თავის განხორციელების მიმართულებით. ევროკავშირის მხარემ დადებითად შეაფასა ქართული მხარის მიერ გარემოსა და შრომის უფლებების დაცვის სფეროში DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებს შორის ასევე, მიღწეულ იქნა შეთანხმება გარემოს დაცვისა და შრომის საკითხებთან დაკავშირებულ 2018 – 2020 წლების სამუშაო გეგმის ძირითად ელემენტებთან დაკავშირებით, რომელზე მუშაობაც დასრულდება მიმდინარე წლის აპრილში.

 

ღონისძიების ფარგლებში, ასევე მხარეებმა ინფორმაცია მიაწოდეს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სფეროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ.



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/273
კალენდარი
 აგვისტო 2018 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...