სიახლეები
საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებას ხელი მოეწერა

მიმდინარე წლის 20 მარტს, ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) გაიმართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საბაჟო ქვეკომიტეტის შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ქვეკომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც მოხდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების  წესების შესახებ ოქმი I-ის ჩანაცვლება პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების რეგიონალური კონვენციის შესაბამისი დანართით.

 

აღნიშნული ცვლილება იძლევა საშუალებას ამოქმედდეს დიაგონალური კუმულაცია ევროკავშირს, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მას შემდეგ, რაც თურქეთის მხარე მოახდენს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაბამისი ცვლილების რატიფიცირებას. აღსანიშნავია, რომ საქართველომ უკვე დაასრულა აღნიშნული ცვლილების რატიფიცირების პროცედურები.



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/274
კალენდარი
 ოქტომბერი 2018 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
1
2
3
4
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...