სიახლეები
გენადი არველაძე - ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 37 პროცენტით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და 2019 წლის გეგმა. ამჟამად მიმდინარეობს 2018 – 2020 წლების DCFTA - ის სამოქმედო გეგმის შესრულება. 

 

გენადი არველაძის განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ ხელი შეუწყო 2018 წელს ევროკავშირთან ვაჭრობის ზრდას. კონკრეტულად, 2018 წლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 17.7%-ით და შეადგინა 3 359.4 მლნ. აშშ დოლარი. ექსპორტი გაიზარდა 11.5%-ით და შეადგინა 730.3 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი - 19.5%-ით და შეადგინა 2 629.1 მლნ. აშშ დოლარი.

 

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ საქონლის ექსპორტის დივერსიფიკაციასა და გაზრდასთან ერთად ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 37%-ით გაიზარდა და შეადგინა 789. მისი თქმით, 2014-2018 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული პროდუქციის ცნობადობა ევროკავშირის და ასევე, ბაზარზე შევიდა ისეთი ახალი პროდუქტები, როგორებიცაა: კივი, გამხმარი ლიმონი, ხურმა, შავი მოცხარი, ვაშლი, კომში, ხილის ჯემი, ცხოველების ავეჯი, მინის ბოთლები და სხვ.

 

გენადი არველაძის განცხადებით, ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნის მიმართულებით. მისი თქმით, ევროკავშირის ბაზარი უკვე გაიხსნა რამდენიმე პროდუქტისთვის. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირთან აქვაკულტურის პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. 

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) მხარდაჭერით, მზადდება ექსპორტის სტრატეგია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს საფეიქრო, ავეჯისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ღირებულებათა ჯაჭვებზე, რომელთაც გააჩნია ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის პოტენციალი. 

 

გენადი არველაძემ პარლამენტარებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების, საბაჟოს, სახელმწიფო შესყიდვების, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში DCFTA-დან გამომდინარე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეფორმებზე, რომლებიც სამრეწველო პროდუქტებზე ბაზრის ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით ხორციელდება: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ცვლილებებზე და სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიღებაზე, ასევე წარმოადგინა ამ უკანასკნელის სააღმსრულებლო ღონისძიებების შესახებ სტატისტიკა. ამასთან, აღნიშნა რომ 2018 წელს საქართველო-ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის სხდომაზე ხელი მოეწერა გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის გადაწყვეტილებას ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართებში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის შედეგადაც ევროკავშირის ტერიტორიაზე, დაცვა მიენიჭა ოთხ ახალ ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნას: ,,ტყიბულის ჩაი“, ,,მაჭახელას თაფლი“, ,,ქუთაისის მწვანილი“ და ,,ახალქალაქის კარტოფილი“. ასევე, განახლდა საქართველოს ტერიტორიაზე დაცული ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების სია.   

 

მოხსენების დასასრულს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ პარლამენტართა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.  



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/328
კალენდარი
 აპრილი 2019 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
1
2
3
6
7
8
9
11
12
13
14
15
16
17
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...