სიახლეები
კიევში ევროკავშირთან ვაჭრობის საკითხზე არაფორმალური მინისტერიალი გაიმართა

მიმდინარე წლის 21 მაისს, ქალაქ კიევში, უკრაინაში, ჩატარდა ევროკავშირისა და DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება) პარტნიორების ვაჭრობის საკითხებზე მეორე არაფორმალური მინისტერიალის პლენარული სხდომა. მინისტერიალში, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სამთავრობო დელეგაციები მონაწილეობდნენ.

 

აღნიშნული ფორმატის ინიციატივა ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს  ეკუთვნის, რომლის ფარგლებში მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ განიხილონ, თუ როგორ ინერგება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ხელშეკრულება, რომელიც სამივე ქვეყანას გაფორმებული აქვს ევროპასთან.

 

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღინიშნეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელების პროგრესი და გამოწვევები. ამასთან, ხაზი გაესვა  იმ ფაქტს, რომ DCFTA ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის მოცულობა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მუდმივად იზრდება. საუბარი ასევე შეეხო წინა შეხვედრის ფარგლებში დაწყებულ განხილვას, რომელმაც მოიცვა ისეთი სფეროები, როგორებიცაა საბაჟო რეგულაციები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებები და სახელმწიფო შესყიდვები. თითოეული DCFTA ქვეყანა ასევე მუშაობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით და ვაჭრობისათვის ბარიერების აღმოფხვრაზე.

 

მინისტერიალის პლენარულ სხდომაზე  აღინიშნა, რომ ევროკავშირი კვლავაც მხარს დაუჭერს სამივე ქვეყანაში DCFTA-ს დანერგვას ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების მიზნით, ასევე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მმართველობის განვითარება და კანონის უზენაესობის განმტკიცება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინვესტიციებსა და ვაჭრობის ზრდას.

 

ღონისძიებაზე მხარეებმა განიხილეს როგორც DCFTA-ს განხორციელების დეტალები, ისე ქართული, უკრაინული და მოლდოვური კომპანიების ევროკავშირზე ოპერირების წარმატების ისტორიები.

 

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ფარგლებში ბიზნესმენებთან მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც მონაწილე კომპანიებმა წარმოადგინეს საკუთარი წარმატების ისტორიები და განიხილეს DCFTA-ს ფარგლებში არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები.

 

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ქვეყნებიდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტიორთა რიცხვი 2015 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ყველა DCFTA ქვეყნისთვის, კერძოდ საქართველოში ეს მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა, მოლდოვაში - 40%-ით, ხოლო უკრაინაში - 26%. აღინიშნა, რომ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები იმის დადასტურებაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის შიგნით, ისევე როგორც რეგიონსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო კავშირების გაღრმავება ეკონომიკური ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარია. ამ მიზნით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეფორმების გატარების და შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების სრულად განხორციელების მნიშვნელობას.

 

მხარეებმა განიხილეს ბიზნესპლატფორმებისა და ე.წ. B2B ფორმატის ჩამოყალიბების მნიშვნელობა. სამომავლოდ, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები DCFTA-ის ფარგლებში არსებული კონტაქტების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.

 

მხარეები მიესალმნენ უკრაინას და საქართველოს მიერ ოქმის ხელმოწერას, რომელიც საშუალებას მისცემს მხარეებს, დანერგონ „რეგიონული პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის კონვენციის წარმოშობის შესახებ წესები“, რაც პროდუქციის წარმომავლობის დადგენისა და რეგიონალურ ღირებულების ჯაჭვში მისი გავრცელების შესაძლებლობას იძლევა. ამავდროულად, უკრაინამ და მოლდოვამ და, ასევე, საქართველომ და მოლდოვამ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა გააგრძელონ თანამშრომლობა პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის წესების გამოყენების მიმართულებით.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინიციატივით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მე-3 არაფორმალური მინისტერიალი გაიმართება თბილისში 2020 წელს.



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/334
კალენდარი
 სექტემბერი 2019 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
 
 
 
 
1
2
3
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...