სიახლეები
გაიმართა სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს და DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფის გაერთიანებული შეხვედრა

2019 წლის 19 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (G4G-ის) პროგრამის მხარდაჭერით, თბილისში, „სასტუმრო მუზეუმში“, სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს და DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფის გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე დაესწრო. 

 

საბჭოს წევრებმა მოისმინეს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილის რატი ობოლაძის პრეზენტაცია სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პროექტის შესახებ. გარდა ამისა, გაეცნენ ევროკავშირის ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივების - ელექტრომაგნიტური თავსებადობისა (EMC) და დაბალი ძაბვის შესახებ (LVD) რეგულაციის გავლენის შეფასების შედეგებს, რომლებიც მომზადდა PMO საკონსულტაციო ჯგუფის მიერ G4G-ის მხარდაჭერით.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო და საჯარო დიალოგი შედგეს მანამდე, სანამ რეგულაციები ამოქმედდება. სათამაშოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება მიღებული, ჩვენ უკვე ჩავატარეთ კონსულტაციები კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოვისმინეთ მათი შეხედულებები და გავითვალისწინეთ. ანალოგიურად ვგეგმავთ პროცესის წარმართვას სხვა სახის საქონლის მიმართ, რომელთაც ბაზარზე ზედამხედველობა შეიძლება შეეხოთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

 

პრეზენტაციების შემდეგ, სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა დისკუსია გამართეს.



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/345
კალენდარი
 აგვისტო 2019 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...