სიახლეები
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მეექვსე შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 5-6 დეკემბერს ქ. თბილისში გაიმართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მეექვსე შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ DCFTA-ს განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატების წარმომადგენლები.

 

კომიტეტის შეხვედრაზე ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ევროკავშირის მხარეს - ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის რუსეთის, დსთ-ს, უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის, ევროპის ეკონომიკური სივრცის, თურქეთისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსი პეტროს სურმელისი.

 

კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს პროგრესი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მხრივ, კერძოდ, საქონლით ვაჭრობის, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, ინტელექტუალური საკუთრის უფლების დაცვის, სახელმწიფო შესყიდვების, ტელეკომუნიკაციების, ფოსტის და საკურიერო მომსახურების, კონკურენციის, ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების საკითხები.

 

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს მიერ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის, საბაჟოს, საჯარო შესყიდვების, შრომის უსაფრთხოების, ბაზარზე ზედამხედველობის სფეროებში განხორციელებულ რეფორმებზე. ევროკომისიის მიერ დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ DCFTA-ს ვალდებულებების შესრულების მიზნით განხორციელებული რეფორმები და სხვა ღონისძიებები.

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტი არის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მმართველი ორგანო, რომელიც, შეთანხმების თანახმად, იკრიბება წელიწადში ერთხელ, მორიგეობით - თბილისსა და ბრიუსელში.

 



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/350
კალენდარი
 იანვარი 2020 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...