სიახლეები
შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან DCFTA - ისთან დაკავშირებულ საკითხებზე

8-9 თებერვალს, კახეთში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II ფაზა“ ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებისთვის DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მასში ასევე მონაწილეობენ სსიპ „აკრედიტაციის ცენტრის“, სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე იმ კომპანიების პასუხისმგებელი პირები, რომლებიც უკვე ახდენენ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირში.

 

„DCFTA - ის წარმატებული შეთანხმების და ეფექტური განხორციელების შედეგია, რომ ევროკავშირში საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის წილი მნიშვნელოვნად იზრდება. აღნიშნული შეთანხმების ამოქმედებამდე ევროკავშირის ექსპორტში ქართული წარმოშობის პროდუქციას 65 პროცენტი ეკავა, დღეს კი ეს მაჩვენებელი გაზრდილია და 89 პროცენტს შეადგენს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საინფორმაციო შეხვედრაზე. მისი თქმით, პროცესის უფრო მეტი პოპულარიზებისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული შეთანხმების სარგებლიანობისა და შესაძლებლობების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება მიზნობრივ აუდიტორიამდე, რაშიც ხელისუფლებას მედიის მხარდაჭერისა და პარტნიორობის იმედი აქვს.

 

„DCFTA - ის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, ჩვენ, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, მუდმივად ვახორციელებთ მიზნობრივი ჯგუფების, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების ინფორმირებას. ამ კუთხით ჩვენი სტრატეგიული მეკავშირეა მედია, რომელსაც უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მიმდინარეობს საქართველოში DCFTA - ის იმპლემენტაციის პროცესი. ამავე დროს, მსგავსი საკომუნიკაციო ფორმატი ორმაგად სასარგებლოა,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

 

შეთანხმების ნორმების დანერგვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა. შეხვედრის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს ევროკავშირთან ვაჭრობის წარმატებულ მაგალითებზე პრეზენტაციები გაუკეთეს ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების - „გეონატურალსის“, „ჯორჯიან პროდაქტის“ და „ჩიკორის“ ხელმძღვანელებმა.



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/353
კალენდარი
 ივლისი 2020 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...