სიახლეები
DCFTA-ს საკონსულტაციო ჯგუფის მე-8 შეხვედრა გაიმართა

2020 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფის მერვე შეხვედრა გაიმართა ონლაინ რეჟიმში, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ბატონი გენადი არველაძე და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, DAG-ის თავჯდომარის მოადგილე ბატონი გიორგი კაჭარავა უძღვებოდნენ.  

 

შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული DCFTA-ის განხორციელების საშუალოვადიანი 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი. შეხვედრამდე გეგმის პროექტი გაზიარებულ იქნა ჯგუფის წევრებთან, შეხვედრის ფარგლებში კი გეგმის პრეზენტაციის შემდეგ ჯგუფის წევრების მიერ წარმოდგენილ წინადადებებსა და შენიშვნებზე გაიმართა კონსულტაციები.

 

საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ჯგუფის წევრების მიერ დაყენებული საკითხები და სხვადასხვა სახის წინადადებები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს DCFTA-ის განხორციელების პროცესს, კერძო სექტორის მეტ ჩართულობას ამ პროცესში და ზოგადად ცნობიერების ამაღლებას DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე. განსაკუთრებული ხაზი გაესვა ევროპის მეწარმეთა ქსელში (EEN) მეტი ქართული კომპანიის ჩართვის მიზნით ღონისძიებების საჭიროებას. ბიზნეს ასოციაციებმა გამოიხატეს მზაობა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებისთვის.

 

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელმა ჯგუფის წევრებს გააცნო ინფორმაცია რუმინეთში, კერძოდ ქალაქ კონსტანცაში ლოჯისტიკური ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც მოხდება საქართველოდან ექსპორტირებული საკონტეინერო ნაკრები ტვირთების შეკრება და განაწილება. ლოჯისტიკური ჰაბი 15 იანვრიდან ამოქმედდება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული კომპანიების ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში. დაწვრილებითი ინფორმაცია ჯგუფის წევრებს დაეგზავნებათ.   

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი - საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებმა. 



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/356
კალენდარი
 იანვარი 2021 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...