სიახლეები
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის შეხვედრა ონლაინ ფორმატში 3-4 თებერვალს გაიმართა. 

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ DCFTA-ს განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატების წარმომადგენლები.

 

ევროკავშირის მხარეს ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის ევროპისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს განყოფილების უფროსი იგნასიო ირუარიზაგა დიეზი ხელმძღვანელობდა.

 

კომიტეტის სხდომის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ტენდენციები და COVID-19-ის გავლენა, ასევე საჯარო შესყიდვების, კონკურენციის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის, მომსახურებით ვაჭრობისა და სხვა სფეროებში DCFTA-ის განხორციელების მხრივ საქართველოს პროგრესი.

 

ევროკომისია მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად რჩება და ქვეყნის საგარეო ვაჭრობის თითქმის მეოთხედი მასზე მოდის. ევროკომისიის დელეგაციამ აღნიშნა, რომ 2019 წელს ევროკავშირში ექსპორტიორი ქართული კომპანიების რიცხვი გაიზარდა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისა და ახალი ეკონომიკური ოპერატორებისათვის ევროკავშირში ექსპორტისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე მიუთითებს.

 

ქართულმა მხარემ ევროკომისიას საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ინიცირებული ცვლილებების  შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ქართულის მხარის ძალისხმევა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის შემუშავებასა და DCFTA-ით გათვალისწინებული დაახლოების პროცესის I ფაზის დასრულებაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განხილვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს შექმნაზე. 

 

ასევე, ქართულმა მხარემ კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში ევროკომისიას განუცხადა მზაობა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ორმხრივი აღიარების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ინიცირებისთვის. 

 

აღსანიშნავია რომ ევროკავშირმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა სამომხმარებლო და ინდუსტრიული პროდუქტების იმპორტისას ბაზარზე ზედამხედველობის შეუფერხებელი ადმინისტრირების მიზნით საბაჟო დეპარტამენტსა და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლობით შექმნილი წინასწარი დეკლარირების ელექტრონული პლატფორმის მიმართ, რაც კერძო სექტორზე ორიენტირებულ ერთგვარ ინოვაციურ გადაწყვეტას წარმოადგენს.

 

ევროკომისიის დელეგაციამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების განხორციელების პროგრესს და გამოხატა მზაობა ამ პროცესში საქართველოს დახმარების გაგრძელების თაობაზე. 



http://www.dcfta.gov.ge/ge/news
კალენდარი
 ივნისი 2021 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...