სიახლეები
აღმოსავლეთის პარტნიორობის TRADE HELPDESK-ის პროექტი ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდას

 

2021 წლის 30 მარტს, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრისა (ITC) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) Trade Helpdesk-ის პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეთა პირველი ვირტუალური შეხვედრა გამართა (ჟენევა, თბილისი).

 

აღნიშნული პროექტი 2019 წელს დაიწყო EU4Business ინიციატივის ფარგლებში და საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) მიერ ხორციელდება. ხუთწლიანი პროექტი მიზნად ისახავს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. აღნიშნული შედეგის მისაღწევად, პროექტის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა როგორც ინფორმაციის გამჭვირვალობის ზრდას, ასევე რეგიონალური გამოცდილების გაძლიერებას, რათა გაუმჯობესდეს საექსპორტო შესაძლებლობების გამოვლენისა და სავაჭრო დაბრკოლებების იდენტიფიცირების გამოცდილება.

 

პროექტი აგებულია ძირითადი ექვსი კომპონენტის გარშემო:

  • აღმოსავლეთ პარტნიორობის Trade Helpdesk-ის პორტალზე წარმოდგენილი იქნება სრულყოფილი სავაჭრო მონაცემები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის ბაზრის შესახებ. რაც თავის მხრივ შეავსებს უკვე არსებულ ინფორმაციას, რომელიც დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია ადგილობრივი ვებ – გვერდების საშუალებით.
  • Trade Helpdesk-ის პლატფორმაზე არსებული ონლაინ პორტალი საშუალებას მისცემს კომპანიებს გააზიარონ არსებული გამოცდილება ექსპორტის ან იმპორტის დაბრკოლებების შესახებ.
  • არასატარიფო ზომების შესახებ ჩატარებული ადგილობრივი კვლევები, რომლებიც უზრუნველყოფენ მარეგულირებელი და პროცედურული სავაჭრო ბარიერების დადგენას.
  • შემუშავდება ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის განხორციელების სექტორზე მორგებული გზამკვლევი, რომლისთვისაც სექტორების შერჩევა თითოეული ქვეყნის შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციის საფუძველზე განხორციელდება.
  • თითოეულ ქვეყანაში შესაბამისი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაძლიერება, სერვისებით ვაჭრობის მონაცემთა მართვის მიმართულებით, ტრენინგის და საკონსულტაციო დახმარების მეშვეობით, რომლის შედეგად მოხდება შერჩეული სექტორებისთვის სერვისით ვაჭრობის მონაცემების შეგროვება და დამუშავება.
  • შესაძლებლობების განვითარების პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზრის კვლევის ჩატარებას ადგილობრივ დონეზე.

დაინტერესებული მხარეების შეხვედრის ძირითადი მიზანი პროექტის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ მონაწილეების ინფორმირება იყო; ამასთანავე, განხილული იყო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები და გადაკვეთები ადგილობრივ ინიციატივებთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო ინსტიტუტებმა, ბიზნესის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა და ITC ექსპერტებმა.

 

„ვიმედოვნებთ, რომ Trade Helpdesk პლატფორმა ხელს შეუწყობს ვაჭრობის ზრდას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სავაჭრო/საექსპორტო ბაზრების შესახებ დეტალურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების უზრუნველყოფით, რათა მოხდეს გაცნობიერებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება და სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისე ევროკავშირის ქვეყნებში.” - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

 

„იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა EU4Business ინიციატივის ამ პროექტის ფარგლებში ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული ინფორმაციული დანაკლისის შემცირებას და ქართული კომპანიების ექსპორტის ზრდას რეგიონისა და ევროკავშირის ბაზრებზე.“ - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი სიგრიდ ბრეტელი.

 

აღმოსავლეთის პარტნიორობის Trade Helpdesk-ის პროექტის ხელმძღვანელი პოლ კელლი: „ჩვენ გვჯერა, რომ პროექტის საქმიანობა ხელს შეუწყობს  საქართველოს საექსპორტო პოტენციალის რეალიზებას, ადგილობრივი ექსპორტიორების დაკავშირებას რეგიონებისა და ევროკავშირის ბაზრებთან.“

 

Trade Helpdesk მოახდენს დეტალური ინფორმაციის ცენტრალიზებას, მათ შორის: სავაჭრო სტატისტიკას, საექსპორტო პოტენციალის მონაცემებს, ტარიფებს, პრეფერენციულ სავაჭრო ხელშეკრულებებსა და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, ექსპორტისა და იმპორტის რეგულაციებსა და ბიზნეს კონტაქტებს. ამ ინფორმაციის წარდგენა, მარტივად გამოსაყენებელი ინტერნეტ პორტალის მეშვეობით, საშუალებას მისცემს ქართულ საწარმოებს ჰქონდეთ ყოვლისმომცველი რეგიონალური სავაჭრო ინფორმაცია და ბმულები ევროკავშირის საინფორმაციო რესურსებთან, რაც მათ დაეხმარება  ექსპორტის ზრდაში.“

 

 

საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) შესახებ: ITC არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა (UN) და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) ერთობლივი სააგენტო. ITC ხელს უწყობს განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებს გახდნენ კონკურენტუნარიანები გლობალურ ბაზრებზე და ამგვარად ხელი შეუწყონ  მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება „დახმარება ვაჭრობისთვის“ დღის წესრიგისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში.

 

ევროკავშირი ბიზნესისთვის (EU4Business) შესახებ: EU4Business არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერს აღმოსავლეთ  პარტნიორობის ექვს ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოებს (SME) სრული პოტენციალის რეალიზებასა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას.

 

პროექტის შესახებ დამატებით ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

პოლ კელლი, პროექტის მენეჯერი, pkelly@intracen.org

ეწვიეთ პროექტის გვერდს ITC-ის ვებ-გვერდზე https://www.intracen.org/EaP/

 

 



http://www.dcfta.gov.ge/ge/news/360
კალენდარი
 სექტემბერი 2021 
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
პუბლიკაციები

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების სამოქმ...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ვარობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომი...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერ...